"იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ" - კვირის პალიტრა

"იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ"

ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის"ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა.

ხაზარაძემ განცხადება გააკეთა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენის ჩაშლის შემდეგ, სადაც "თიბისი ბანკის" საქმე უნდა განხილულიყო.

"როგორც იცით, ჩვენ მივიღეთ მოწვევა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე. ეს მოწვევა იყო როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან. გარწმუნებთ, ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, ჩვენ მოვერიდებოდით, რამეთუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვიას არ გვჭირდება არანაირი ტრიბუნა. ჩვენ მოვედით, რათა გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით. სამწუხაროდ, ხდება ურცხვი ტირაჟირება, ე.წ. ბოტებით და "ფეიქნიუსებით" შემოტევა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ პარლამენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ქართველ ხალხს და საზოგადოებას, დეპუტატებს მივაწვდიდით იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ხელთ არის და ამ ისტორიას ახლავს...

როგორც იცით, ჩვენ მივიღეთ მოწვევა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე. ეს მოწვევა იყო როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის მხრიდან. გარწმუნებთ, ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, ჩვენ მოვერიდებოდით, რამეთუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვიას არ გვჭირდება არანაირი ტრიბუნა. ჩვენ მოვედით, რათა გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით. სამწუხაროდ, ხდება ურცხვი ტირაჟირება, ე.წ. ბოტებით და "ფეიქნიუსებით" შემოტევა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ პარლამენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ადგილი, სადაც ქართველ ხალხს და საზოგადოებას, დეპუტატებს მივაწვდიდით იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ხელთ არის და ამ ისტორიას ახლავს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარლამენტში კობა გვენეტაძის მოსმენა ჩაიშალა

"ინტერპრესნიუსი"