"მორალურად მიუღებელი იქნება თან ვიყო უმრავლესობაში და..." - დატოვებს თუ არა კობა ნარჩემაშვილი უმრავლესობას? - კვირის პალიტრა

"მორალურად მიუღებელი იქნება თან ვიყო უმრავლესობაში და..." - დატოვებს თუ არა კობა ნარჩემაშვილი უმრავლესობას?

პარლამენტში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი უმრავლესობის რიგების დატოვებას არ გამორიცხავს.

როგორც ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი ოპონირების რეჟიმში იქნება თემები, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს, უბრალოდ მორალურად იქნება მიუღებელი მისთვის იყოს უმრავლესობაში.

"მორალურად მიუღებელი იქნება თან ვიყო უმრავლესობაში და თან ვიყო წინააღმდეგი რიგი საკითხებისა. ასე რომ, ამას არ გამოვრიცხავ", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

რაც შეეხება მოსამართლეების უვადო დანიშვნას, ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ გარკვეული გარემოებების გამო 2024 წლამდე პროცესის გადავადება შესაძლებელი იყო სასამართლო სისტემაში უფრო ჯანსაღი შემადგენლობის მისაღებად.

"ინტერპრესნიუსი"