ზვიად კვაჭანტირაძემ "ქართული ოცნება" დატოვა - კვირის პალიტრა

ზვიად კვაჭანტირაძემ "ქართული ოცნება" დატოვა

დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია "ქართული ოცნება" დატოვა.

ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მათ მიიღეს ზვიად კვაჭანტირაძის მიმართვა უმრავლესობიდან და ფრაქციიდან გასვლის თაობაზე, რაც გათვალისწინებულია და ბიუროს უახლოეს სხდომაზე ეცნობება.

მისივე თქმით, ამის თანმდევი პროცესი იქნება ზვიად კვაჭანტირაძის გადარჩევა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, რადგან ის პარლამენტმა აღნიშნულ პოსტზე უმრავლესობის წარდგენით აირჩია.

"უმრავლესობიდან და ფრაქციიდან გასვლის მიზეზებზე თავად ზვიად კვაჭანტირაძე საუბრობს. ამის მიზეზი არის ის ანტიკონსტიტუციური კანონი, რასაც "ქართული ოცნების" უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"