"მეჰრიბან ალიევასთან ძალიან უშუალო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა" - კვირის პალიტრა

"მეჰრიბან ალიევასთან ძალიან უშუალო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის  ვიცე-პრეზიდენტს მეჰრიბან ალიევას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური "ფეისბუკ" გვერდი ავრცელებს.

"მეჰრიბან ალიევასთან ძალიან უშუალო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი, რათა მოხდეს ჩვენი ხალხის კულტურული დაახლოება, ეკონომიკურ თანამშრომლობის გაძლიერებასთან ერთად. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი უფრო კარგად უნდა იცნობდეს ერთმანეთს. მადლობა ქალბატონ ვიცე-პრეზიდენტს", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს ორი ქვეყნის პირველმა პირებმა?