პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში თანამდებობა დატოვა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ალექსი ბარბაქაძემ თანამდებობა დატოვა.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ბარბაქაძემ აღნიშნულის მიზეზებზე საუბარი არ ისურვა, რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ბარბაქაძემ თავდაპირველად პრეზიდენტის მრჩევლად დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იანვარში, თანამდებობაზე ოფიციალურად გაფორმებამდე მისთვის გაცილებით საინტერესო შეთავაზება მიიღო, რის გამოც პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე უარი თქვა.

პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი უსაფრთხოების საკითხებში ამჟამად ვაკანტურია.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი მრჩევლები დეკემბერში წარადგინა, მათ შორის კი იყო მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში – ალექსი ბარბაქაძე, რომელიც მანამდე ამავე მიმართულებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა.

"ინტერპრესნიუსი"