"არსად წასვლას არ ვაპირებ, დამანებეთ თავი!" - კვირის პალიტრა

"არსად წასვლას არ ვაპირებ, დამანებეთ თავი!"

ჩემი თანაგუნდელების პოზიცია სულ არ მაინტერესებს, თავისმა მშობლებმა იკითხონ! - ასე უპასუხა ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ "ინტერპრესნიუსის" კითხვას, მისი თანაგუნდელების უმრავლესობის შემადგენლობიდან წასვლის თაობაზე.

ტრიპოლსკი ამბობს, რომ თავად რჩება იქ, სადაც 2012 წელს იდგა.

"მე არსად წასვლას არ ვაპირებ. არავისთან არ მივდივარ, სადაც ვიყავი იქ ვარ. რისთვისაც 2012 წელს მოვედი, იქ ვარ. თუკი რაიმეს ვერ ვაკეთებ, 2020 წელს აღარ ვიქნები - დამთავრდა! მორჩა! დამანებეთ თავი!", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ტრიპოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტში უმრავლესობიდან წამსვლელი დეპუტატები - გია ჟორჟოლიანი, კობა ნარჩემაშვილი და მირიან წიკლაური იყვნენ შეკრებილი. მათთან ერთად იმყოფებოდა ირაკლი ტრიპოლსკიც.

"ინტერპრესნიუსი"