მთავრობა 180 პიკაპს ყიდულობს, რომელიც შავი ფერის არ უნდა იყოს
მთავრობა სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის 180 სატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს. ამ მიზნით ტენდერი დღეს გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 5 მარტს იწყება და 6 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 12 195 000 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ავტომობილების რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შეიძლება შეიცვალოს 20%-ის ოდენობით.
ამასთან, დოკუმენტაციის თანახმად, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს: ახალი (ექპლუატაციაში არმყოფი); განბაჟებული; გარბენი უნდა იყოს არაუმეტეს 200კმ.
„ამასთან, სატრანსპორტო საშუალებები ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო; ქარხნული წარმოების (ავტომობილზე არ უნდა იყოს განხორციელებული არაქარხნული ცვლილება (შეკეთება/აღდგენა, გადაკეთება, ნაწილის გამოცვლა და ა.შ.) უნდა იყოს. შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს - მარცხენასაჭიანი და ნაწარმოები უნდა იყოს არაუადრეს 2018 წლისა. გაგრძელება