სერგეი შამბა: "ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან აფხაზეთის აღიარება მოხდება" - კვირის პალიტრა

სერგეი შამბა: "ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან აფხაზეთის აღიარება მოხდება"

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ იმედი გამოთქვა, რომ "ოდესმე ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს".

"აფხაზეთს ტრადიციულად ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ბელარუსთან. ზაფხულობით ბელარუსი ტურისტები გვესტუმრებიან. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ბელარუსის მხრიდან ჩვენი აღიარება მოხდება. დაველოდებით ამ მომენტს", - განაცხადა სერგეი შამბამ.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი თქვა ბელარუსის შესაძლო საერთაშორისო იზოლაციის გამო.

"მზად ვიყავი ხელი მომეწერა აფხაზეთის აღიარების განკარგულებაზე. რუსებს ასე ვუთხარი. მაგრამ რა მოხდებოდა შემდეგ? ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა ჩამოვიდა ჩემთან. ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მან მითხრა: "თუ აფხაზეთს აღიარებთ, საბანკო სისტემიდან გაგთიშავთ, სრულ იზოლაციაში მოექცევით და ა.შ.". მან პირდაპირ და გულწრფელად მითხრა ყველაფერი", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"