მიხეილ სააკაშვილი რომში მხარდამჭერ ემიგრანტებს ხვდება, ემიგრანტთა ნაწილი კი მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი რომში მხარდამჭერ ემიგრანტებს ხვდება, ემიგრანტთა ნაწილი კი მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს

ქალაქ რომში, სასტუმროსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერ ემიგრანტებს ხვდება, ემიგრანტთა ნაწილი მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, ემიგრანტები, რომლებიც პროტესტის გამოსახატად მივიდნენ, შეხვედრაზე არ შეუშვეს, ამიტომ ისინი აქციას გარეთ მართავენ. შეხვედრაზე არშეშვების მიზეზად აქციის მონაწილეები ასახელებენ იმას, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით მათ განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, შეხვედრაზე ასევე არ შეუშვეს აკრედიტებული ჟურნალისტები და გადაღებისთვის მხოლოდ ოპერატორები დაუშვეს.