მამუკა ხაზარაძე სასამართლოში დაკითხვაზე წერილით მივიდა - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძე სასამართლოში დაკითხვაზე წერილით მივიდა

წერილი თან მაქვს, - ამის შესახებ “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დაკითხვაზე მივიდა.

"წერილი რა თქმა უნდა, თან მაქვს და უნდა წარვადგინო. დანარჩენს რომ გამოვალ, შემდეგ გავაკეთებ კომენტარს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძემ გუშინ, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ ხაზარაძე მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე დაიბარა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო