რა მისწერა ეკა ბესელიამ ირაკლი ღარიბაშვილს? - კვირის პალიტრა

რა მისწერა ეკა ბესელიამ ირაკლი ღარიბაშვილს?

"შეიძლება ადამიანი პარტიიდან წავიდეს იმიტომ, რომ ვიღაცა არ მოსწონს"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. 5 მარტს გამართული "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ ის პარტიაში პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს. მან კითხვებს "ტვ პირველის" ეთერში უპასუხა. "დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის პარტიის გაერთიანება და მისი გაძლიერება. ჩემი ერთ-ერთი მთავრი მისია იქნება, პარტიის თავჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი პარტიის, როგორც დამფუძნებლების, წინა მოწვევის პარლამენტის წევრების და პარტიის ახალი თაობის შეკავშირება უფრო მჭიდროდ, უფრო მეტი კორდინაცია და გაერთიანება საბოლოო ჯამში", - განაცხდა მან.

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა საპარლამენტო უმარვლესობიდან ეკა ბესელიას და სხვა დეპუტატების წასვლის თაობაზე.

"ჩემთვის აუხსენელი იყო ეკა ბესელიას მოქმედება, სად წავიდნენ ეს ადამიანები, რისთვის, საბოლოოდ ისე გავიგე, რომ ეს კონფლიქტი პირადული იყო, შეიძლება ადამიანი პარტიიდან წავიდეს იმიტომ, რომ ვიღაცა არ მოსწონს", - განაცხადა მან. მისი თქმით, ეკა ბესელია იყო პარტიისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი რომელიც პარტიის ინტერესებს ბოლომდე იცავდა.

"ჩემთვის არის ემოციურად მძიმე საყურებელი, ის პროცესები, რაც განვითარდა და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი დამთავრდება და მოხდება გუნდის კონსოლიდაცია. აუხსნელია ჩემთვის პირადად ეკა ბესელიას ქმედებები. იმიტომ, რომ როცა შენ აყენებ მოთხოვნებს ყველაფერი იყოს იდეალურად, უნდა იცოდე, რომ არცერთი მთავრობა და ხელისუფლება არ იქნება იდეალური. რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში. ისეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის. რაღაცაშია პრობლემა... დღეს გვქონდა მცირე კომუნიკაცია, მე ეკამ მომწერა, რომ მიესალმება ჩემს პოლიტიკაში დაბრუნებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.