"ჩიკა" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს? - კვირის პალიტრა

"ჩიკა" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს?

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 61 თანამშრომელი უკვე გათავისუფლდა. ამჟამად მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ადმინისტრაციაში სულ 60 თანამშრომელი უნდა დარჩეს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ანი ჩირაძეც (ჩიკა) მოხვდა. იგი პრეზიდენტ მარგველაშვილთან არსებულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა, რომელიც ახალი კონსტიტუციით გაუქმებას დაექვემდებარა და სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ძველ თანამშრომლებთან ერთად ვერც ანი ჩირაძე დასაქმდა.

საბჭო 16 ნოემბერს გაუქმდა, რის შემდეგაც ანი ჩირაძემ "ფეისბუქზე" სამსახურში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით, "#გაუქმებულინაშრომი" იხილეთ სრულად