რატომ დაიბარეს გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში? - კვირის პალიტრა

რატომ დაიბარეს გიორგი ქადაგიძე პროკურატურაში?

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურეს.

ქადაგიძის დაკითხვა, "თიბისი ბანკის" ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პროკურატურაში ხვალ უნდა გამოცხადდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა. საგამოძიებო ორგანო მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავს, რათა დაკითხვის პროცედურა მოსამართლის თანდასწრებით წარიმართოს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ "თიბისი ბანკის" მიერ 11 წლის წინანდელ ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომელიც საგამოძიებო უწყების მტკიცებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს შეიცავდა.

"ინტერპრესნიუსი"