"უცხო ქვეყნის სახელით უნდა ვიასპარეზო, სხვანაირად არ გამოდის" - კვირის პალიტრა

"უცხო ქვეყნის სახელით უნდა ვიასპარეზო, სხვანაირად არ გამოდის"

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისგან გათავისუფლების ცნობას ელოდება.

როგორც დათუნაშვილმა Sportall.ge-სთან განაცხადა, მას უცხო ქვეყნის სახელით ასპარეზობის გარდა, სხვა გამოსავალი არ დარჩა.

"ამ ეტაპზე არაფერია ახალი. ველოდები, რომ გათავისუფლების ცნობა მომცენ. გადაწყვეტილი მაქვს, უცხო ქვეყნის სახელით ვიასპარეზო. სხვანაირად არ გამოდის. ჯერჯერობით კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ვარკვევ ამას ახლა, დრო სჭირდება ამ ყველაფერს. სხვას ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა დათუნაშვილმა. გაგრძელება