"როცა დაი­ნა­ხა­ვენ, რომ ქალი ვარ, 5 ლა­რის ნაც­ვლად 20 ლა­რიც კი მო­უ­ცი­ათ" - ვინ არის ტაქსისტი ბებო და რას ჰყვება ის? - კვირის პალიტრა

"როცა დაი­ნა­ხა­ვენ, რომ ქალი ვარ, 5 ლა­რის ნაც­ვლად 20 ლა­რიც კი მო­უ­ცი­ათ" - ვინ არის ტაქსისტი ბებო და რას ჰყვება ის?

ხმაური, მანქანებით მუდამ გადატვირთული ქუჩები, არასასიამოვნო მგზავრები - ეს 65 წლის ელენე მენთეშაშვილის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. პატრიარქალური საზოგადოების მიერ დაყოფილ ქალებისა და მამაკაცების პროფესიებიდან "ელიკო ბებომ" ტაქსისტობა აირჩია, უფრო სწორედ პროფესიამ აირჩია ის. როგორც თავად გვიყვება, მას ბავშვობიდან ერთი მიზანი ჰქონდა, რომელსაც მიაღწია - "ჟიგულის" ყიდვა თავისი სახსრებით. თუმცა, გასული წლების კვალდაკვალ არა მხოლოდ ელიკოს პროფესია, არამედ მისი ოცნებებიც შეიცვალა. ახლა ის მშვიდ ცხოვრებასა და ვალების გასტუმრებაზე ოცნებობს.

- რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ტაქსის მძღოლი?

- "ტაქსაობა" დავიწყე 12 წლის წინ, როდესაც უმუშევარი დავრჩი. აბაშიძეზე მდებარე მაღაზიაში ვმუშაობდი 30 წლის განმავლობაში, მერე კი მაღაზიის გამგე გავხდი. პრივატიზაციის შემდეგ კი დავრჩი უმუშევარი. ხელი მოგვაწერინეს რაღაც საბუთზე, მოგვატყუეს და აღარ მოგვცეს წილი. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე "ტაქსაობა".

- რა რეაქცია აქვთ მგზავრებს, როდესაც საჭესთან გხედავენ?

- ძალიან ადრე ჟიგული რომ მყავდა, პატარა ბიჭებს უხაროდათ რომ მისხდებოდნენ ხოლმე. უკვირდათ მაშინ. თუმცა, ახლა უკვე ტაქსისტ გოგოებს კომპანიებიდანაც იძახებენ და აღარ არის იმდენად გასაკვირი. ხშირად "გადავუგდივარ".

- დღის რომელ მონაკვეთში გირჩევნიათ "ტაქსაობა"?

- გამოვდივარ შუადღისით 2 საათიდან ღამის 3-4 საათამდე ვმუშაობ. უფრო ღამე მიყვარს მგზავრობა, იმიტომ რომ საცობებს ვერიდები, ქუჩებიც ნაკლებად არის გადატვირთული და მეტი თავისუფლებაა. მაგრამ, ტაქსზე დილით უფრო მეტი მოთხოვნაა, მე დილაობით ვერ ვმუშაობ ღამენათევს გამოძინება ხომ მჭირდება? დღეში 50-60 ლარი გამომდის. თუმცა, გააჩნია დღესაც. ყოფილა შემთხვევები, როცა 40 გამიკეთებია ან სულაც 80. გაგრძელება

იხილეთ ვიდეო