"ჩვენ საზოგადოებამ ბულინგით სიცოცხლე მოვუსწრაფეთ" - სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ჩვენ საზოგადოებამ ბულინგით სიცოცხლე მოვუსწრაფეთ" - სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორი გარდაიცვალა

სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორი სპარტაკ ბუკია, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ დეპუტატი ოთარ ჩრდილელი "ფეისბუკში" წერს.

"უნიჭიერესი ადამიანი, ბევრი სიკეთის მქმნელი კაცი სპარტაკ ბუკიას სიმსივნით დაავადებულს:

(მე, შენ) ჩვენ საზოგადოებამ-ბულინგით სიცოცხლე მოვუსწრაფეთ.

ძალიან, ძალიან გულდაწყვეტილი წავიდა

ღმერთმა, სამუდამო სასუფეველი დაუმკიდროს

P.S. ტყვიამ შეიძლება ადამიანი დაჭრას, სიტყვა კი პირდაპირ გულში ხვდება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს...", - წერს ოთარ ჩრდილელი "ფეისბუკში". (წყარო)

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.