6-სულიან ოჯახს სახლი მთლიანად დაეწვა - რა მოხდა სოფელ ვაჩნაძიანში - კვირის პალიტრა

6-სულიან ოჯახს სახლი მთლიანად დაეწვა - რა მოხდა სოფელ ვაჩნაძიანში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ხანძრის შედეგად მარჩილელაშვილები საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით,ოჯახის წევრებმა ცეცხლი გვიან შენიშნეს და შენობიდან ნივთების გამოტანა ვეღარ მოასწრეს. ადგილზე 6 სახანძრო- სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა აალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. გურჯაანის მერის,არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი მარჩილელაშვილების 6-სულიან ოჯახს 5 ათასი ლარით დაეხმარება.

"ინტერპრესნიუსი"