ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა - კვირის პალიტრა

ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მუშები აღნიშნულ შენობაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"