ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ძმათა სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი იოანე ნათლისმცემელის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

ირაკლი კვარაცხელიას ახლობლების მტკიცებით, მათ არ სჯერათ გავრცელებული ვერსიის, რომ მან თავი მოიკლა.

"აღენიშნება დაზიანებები და სიშავეები. მე არ მჯერა იმ ვერსიის, თითქოს ჩემა ძმამ თავი მოიკლა, ამას ვიტყვი ყოველთვის. ჩემი ძმა არ მოიკლავდა თავს, ის ცხოვრობდა ეკლესიური ცხოვრებით. დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას“, - აღნიშნა გარდაცვლილის ძმამ პაატა უზარაშვილმა.

მან ასევა მადლობა გადაუხადა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს და ხელისუფლებას.

ირაკლი კვარაცხელია 12 მარტს ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, მან თავი მოიკლა.

"ინტერპრესნიუსი"