რუსთავში, სკოლასთან 13 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - კვირის პალიტრა

რუსთავში, სკოლასთან 13 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

რუსთავში, მე-4 საჯარო სკოლასთან 13 წლის ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

დაშავებული ბავშვი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება.

"ინტერპრესნიუსი"