სამართალდამცავებმა მარნეულის საკრებულოსა და "ნაცმოძრაობის" წევრი დააკავეს - კვირის პალიტრა

სამართალდამცავებმა მარნეულის საკრებულოსა და "ნაცმოძრაობის" წევრი დააკავეს

სამართალდამცავებმა მარნეულის საკრებულოს წევრი რაგიმ ასკეროვი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძემ დაუდასტურა.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატი პოლიციამ გამგეობის შენობასთან ახლოს დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

ასკეროვი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ის საკრებულოში პარტიული სიით მოხვდა.

"ინტერპრესნიუსი"