"მომხდარმა მასზე ძალიან იმოქმედა" - ლალი ბადურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

"მომხდარმა მასზე ძალიან იმოქმედა" - ლალი ბადურაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

ნინი ბადურაშვილის მამა, 57 წლის კინორეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ერეკლე ბადურაშვილი ორშაბათს, თირკმელების მძიმე შეტევით გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-თვის გახდა ცნობილი, შვილის დაკრძალვისას შეუძლოდ გახდა დედამისი, მსახიობი ლალი ბადურაშვილი.

"ლალი ცუდად არის, მომხდარმა მასზე ძალიან იმოქმედა. დღეს შეუძლოდ გახდა, სასწრაფო გამოიძახეს და ექიმებმა ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია ახლა მისი მდგომარეობა არ ვიცი, როცა მივედი დაკრძალვაზე ლალი უკვე გადაყვანილი ჰყავდა სასწრაფოს", - განუცხადა "ამბები.გე"-ს ბადურაშვილების ახლობელმა. გაგრძელება