ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს სამართალდამცავები დაშავდნენ - კვირის პალიტრა

ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს სამართალდამცავები დაშავდნენ

ქობულეთში ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს სამართალდამცავები დაშავდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ახალგაზრდების გაშველებისას ქობულეთის პოლიციის ორ თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პირველადი ინფორმაციით, სამართალდამცავების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს. უწყების ცნობით, მომხდარის გამო ერთი პირია დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"