"გათიშვამდე უთქვამს, "ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ერთხელ ვჭამე, ძალითო" - როგორია ლალი ბადურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

"გათიშვამდე უთქვამს, "ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ერთხელ ვჭამე, ძალითო" - როგორია ლალი ბადურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ნინი ბადურაშვილის მამა, 57 წლის კინორეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ერეკლე ბადურაშვილი ორშაბათს, თირკმელების მძიმე შეტევით გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-თვის გახდა ცნობილი, შვილის დაკრძალვისას შეუძლოდ გახდა დედამისი, მსახიობი ლალი ბადურაშვილი.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ლალი ბადურაშვილი რამდენიმე წუთის წინ გონს მოვიდა. ის რეფერალურ კლინიკაშია (ლეჩკობინატი) მოთავსებული. ახლობლების ინფორმაციით, მან შვილის დაკრძალვაზე გონება დაკარგა, აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, აქვს ორივე ფილტვის ანთება და შესაბამისად ჰაერის უკმარისობა. გათიშვამდე უთქვამს, "ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ერთხელ ვჭამე, ძალით, ცხოველი ვყოფილვარო".

წყარო