ნინო ბურჯანაძის ვაჟი, ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის - კვირის პალიტრა

ნინო ბურჯანაძის ვაჟი, ანზორ ბიწაძე პოლიტიკაში მიდის

"რადიოპალიტრის" გადაცემა "შუადღის რადიოსტუდიაში" პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის ვაჟმა ანზორ ბიწაძემ. მისი თქმით, ის სწორედ ამ პარტიის რიგებში იწყებს მოღვაწეობას.

"პარტიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, პარტიის მორიგი ყრილობა ჩატარდება უახლოეს მომავალში, ბევრ ახალ ხედვას და წინადადებას შევთავაზებთ ჩვენს საზოგადოებას. ჩემი აზრით, ქვეყანაში მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა", - განცხადა ანზორ ბიწაძემ გადაცემაში.

წამყვანის კითხვაზე, რას ფიქრობს ნინო ბურჯანაძე შვილის გადაწყვეტილებაზე და ხომ არ მიდის ის პოლიტიკიდან და ვაჟს ტოვებს მემკვიდრედ? - ანზორ ბიწაძემ უპასუხა:

"არავითარ შემთხვევაში, ის ძალიან ახალგაზრდაა, მით უფრო ახალგაზრდა გახლავთ პოლიტიკისთვის. მივიღე სრული მხარდაჭერა პარტიის ხელმძღვანელობისგან, მადლობელი ვარ ამისთვის, მოკრძალებული ადგილი მექნება პარტიაში, რათა გავანდო საზოგადოებას ჩემი გეგმები".

მისივე თქმით, ქვეყნაში დადგა დრო, როდესაც ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია.