"ყველა ჩამოთვლილ ქალაქში გარდა მოსკოვისა და პეტერბურგისა" - ბექა გოჩიაშვილმა რუსეთში დაკვრაზე უარი თქვა - კვირის პალიტრა

"ყველა ჩამოთვლილ ქალაქში გარდა მოსკოვისა და პეტერბურგისა" - ბექა გოჩიაშვილმა რუსეთში დაკვრაზე უარი თქვა

ქართველმა პიანისტმა ბექა გოჩიაშვილმა რუსეთში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"გაზაფხულის ტურნე 2019. მე დავუკრავ ყველა აქ ჩამოთვლილ ქალაქში გარდა მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგისა" - დაწერა გოჩიაშვილმა "ფეისბუკში". (წყარო)