ბაკურიანში სასტუმრო "რეზიდენსი" იწვის - კვირის პალიტრა

ბაკურიანში სასტუმრო "რეზიდენსი" იწვის

ბაკურიანში სასტუმრო "რეზიდენსი“ იწვის. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასტუმროს სახურავს გაუჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, 100 კვადრატული მეტრია დამწვარი. როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯერჯერობით ცეცხლი ლოკალიზებული არ არის. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. მათივე ცნობით, არავინ დაშავებულა.

"ონტერპრესნიუსი"