ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, სიმამრმა დაჭრა - რა მოხდა ზუგდიდში? - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, სიმამრმა დაჭრა - რა მოხდა ზუგდიდში?

ზუგდიდში, მეორე სკოლის მიმდებარედ ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაახლოებით ერთი საათის წინ მოათავსეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი სიმამრმა დაჭრა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცს ბარძაყის არეში ზედაპირული ჭრილობა აღენიშნება.

"შემოიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე. მდგომარეობა სტაბილურია, უტარდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა", - აცხადებენ საავადმყოფოში.

როგორც „ინტეპრრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"