რას ამბობს გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტზე?

ეს იყო კერძო ვიზიტი ადამიანის, რომელიც დიდ პატივს სცემს სამეგრელოს და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და გააკეთებს მომავალშიც სამეგრელოსთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტს ეხებოდა.

გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"