"გოგოს მამას უთქვამს, სწავლას მორჩება და მერე ვნახოთ დაქორწინების ამბავიო" - რა გახდა ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის მიზეზი? - კვირის პალიტრა

"გოგოს მამას უთქვამს, სწავლას მორჩება და მერე ვნახოთ დაქორწინების ამბავიო" - რა გახდა ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის მიზეზი?

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, სიმამრმა დაჭრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყარომ განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცმა და ბრალდებულის ქალიშვილმა ხელი ჩუმად მოაწერეს, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდა.

"გოგო პირველ კურსზეა, ერთმანეთს ხვდებოდნენ. როგორც მე ვიცი, რისი წინააღმდეგიც იყო გოგოს მამა. უთქვამს სწავლას მორჩება და მერე ვნახოთ დაქორწინების ამბავიო. თუმცა ახალგაზრდებს ჩუმად მოუწერით ხელი. ბიჭი საზღვარგარეთიდან არის დეპორტით ჩამოყვანილი და ცოლის გვარზეა გადასული. ეს ყველაფერი გაიგო მამამ და სავარაუდოდ, ეს გახდა დაჭრის მიზეზი", - ამბობს წყარო.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს ქუჩაში სამჯერ ესროლეს.შემთხვევა მეორე სკოლასთან მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"