ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის მასიდან ერთი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს - კვირის პალიტრა

ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის მასიდან ერთი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს

ჭავჭავაძის გამზირზე, #5-ში, მიმდინარე სამუშაობის დროს მიწა ჩამოიშალა, რომლის ქვეშ ორი ადამიანი მოჰყვა. სამწუხაროდ, მაშველებმა ჩამოშლილი მიწის მასიდან ერთი ადამიანი გარდაცვლილი ამოიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სმედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს- გამოძიება 240 მუხლით დაიწყო

არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის #5-ში, სადაც მიწის ჩამოშლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, მრავალპროფილური საავადმყოფო შენდებოდა.