ეგზიტპოლის თანახმად, ვალდიმერ ზელენსკი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშია - ვინ დაუპირისპირდება მსახიობს? - კვირის პალიტრა

ეგზიტპოლის თანახმად, ვალდიმერ ზელენსკი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურშია - ვინ დაუპირისპირდება მსახიობს?

უკრაინაში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. "ტელეარხ 112"-ის ეგზიტპოლის მონაცემებით, პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ ხმათა 30,7% აიღო, ხოლო პეტრო პოროშენკომ კი 18,6%. ეს კი ნიშნავს, რომ აღნიშნულ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება. კანონით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში უნდა გაიმართოს. აღსანიშნავია, რომ იულია ტიმოშენკო მესამე ადგილზეა 14%-ით. პეტრო პოროშენკო

დაახლოებით ძალთა ასეთი ბალანსია სხვა ეგზიტპოლების მიხედვით.