აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ, სავარაუდოდ, 4 ადამიანი დააკავა - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ, სავარაუდოდ, 4 ადამიანი დააკავა

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილებსაა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა აცნობეს.

როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა, მისი ინფორმაციით, დაკავებულია, სავარაუდოდ, ოთხი ადამიანი. მისივე თქმით, სად არიან დაკავებულები გადაყვანილი, ინფორმაცია არ აქვს.

"ინტერპრესნიუსი"