ვინ არიან აქციაზე დაკავებული პირები – რას ამბობს ბექა წიქარიშვილი? - კვირის პალიტრა

ვინ არიან აქციაზე დაკავებული პირები – რას ამბობს ბექა წიქარიშვილი?

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციისას დაკავებულებს შორის არიან "თეთრი ხმაურის" წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აქციაზე მყოფმა მოძრაობა "თეთრი ხმაურის" ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, მას ინფორმაცია არ აქვს, სად არიან დაკავებულები გადაყვანილები.

ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ ჩამოშალეს იმ შენობის ღობის ნაწილი, სადაც უბედური შემთხვევის შედეგად 2 მუშა გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის თბილისის მერს კახა კალაძეს, მივიდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ჭავჭავაძის გამზირზე ამ დროისთვის მოძრაობა თავისუფალია.

"ინტერპრესნიუსი"