ამერიკული ტელეკომპანია Fox 5-ის ეთერში ქართული ნიგვზიანი ბადრიჯანი და ხაჭაპური მოამზადეს (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ამერიკული ტელეკომპანია Fox 5-ის ეთერში ქართული ნიგვზიანი ბადრიჯანი და ხაჭაპური მოამზადეს (ვიდეო)

ამერიკული ტელეკომპანია Fox 5-ის დილის შოუში, საქართველოს საელჩოს მთავარმა შეფმზარეულმა მალხაზ მაისაშვილმა, საქართველოს საელჩოს მრჩეველთან, სოფიო გეგეჭკორთან ერთად,  წამყვანებს ნიგვზიანი ბადრიჯნის და ხაჭაპურის მომზადება ასწავლეს.

ტელეშოუს ეთერში სოფიო გეგეჭკორმა ამერიკელ მაყურებელს ქართული მრავალფეროვანი სამზარეულო გააცნო.

"ჩვენს გვაქვს მრავალფეროვანი სამზარეულო ბოსტნეულის კერძებით, ამიტომ ვეგეტარიანელებმაც უნდა იმოგზაურონ საქართველოში", - განაცხადა მან.