"ყველანაირი თვალსაზრისით გამართული იყო სამშენებლო სამუშაოები" - რას ამბობს კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიაზე? - კვირის პალიტრა

"ყველანაირი თვალსაზრისით გამართული იყო სამშენებლო სამუშაოები" - რას ამბობს კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიაზე?

ჩემი ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის შედეგად დადგინდა, რომ მშენებელ კომპანიას დოკუმენტურად ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერი გამოეხმაურა ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას და ინფორმაციას, რომ სამშენებლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა და კუსტარულად დამზადებული მანქანა-დანადგარები გამოიყენებოდა.

"ყველანაირი თვალსაზრისით გამართული იყო სამშენებლო სამუშაოები. დეტალებზე გამიჭირდება საუბარი. ალბათ, შესაბამისი სამსახურები უახლოეს პერიოდში დაადგენენ, თუ რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება მშენებელ კომპანიას, ჩემი ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის შედეგად, როდესაც განხორციელდა ინსპექტირება და შემოწმება, დოკუმენტურად ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ," - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, # 5-ში მდებარე სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლას, ორი დღის წინ, ორი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე: "დათოს ძმაც ამ მშენებლობაზე მუშაობდა, ის შეესწრო ამ ტრაგედიას. თავისი თვალით ნახა ცოცხლად როგორ ჩაიმარხა მისი ძმა მიწაში"

"ინტერპრესნიუსი"