თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ - კვირის პალიტრა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში ბავშვები მოიწამლნენ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, 10-მდე ბავშვი ინტოქსიკაციის დიაგნოზით თელავის საავადმყოფოებში მოათავსეს.

კონკრეტულად რა გახდა მოწამვლის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად სასმელი წყალი სახელდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თინიკო ხანჯალიაშვილმა განუცხადა, საკვები პროდუქტებიდან ბავშვების მოწამვლა გამორიცხულია, რადგან ყველა პროდუქტი ვარგისია.

ბუშეტის ბაღში უკვე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.

იხილეთ ასევე: თელავის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვების რაოდენობა გაიზარდა

"ინტერპრესნიუსი"