"ივანიშვილი მინახავს ძალიან ბევრი ადამიანის პანაშვიდზე, როგორც ჭირისუფალი, წვიმაში იდგა პატივს მიაგებდა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი მინახავს ძალიან ბევრი ადამიანის პანაშვიდზე, როგორც ჭირისუფალი, წვიმაში იდგა პატივს მიაგებდა"

ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლასთან დაკავშირებით, "პალიტრა ნიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ხათუნა ხოფერიამ განაცხადა:

"ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ჩასვლასთან დაკავშირებით მინდა ჩემი სუბიექტური აზრი გამოვთქვა, ჩემი თვალით დანახული ბიძინა ივანიშვილი განსხვავებული პიროვნებაა. მე ის მინახავს,  ძალიან ბევრი ადამიანის პანაშვიდზე, როგორც ჭირისუფალი, წვიმაში იდგა პატივს მიაგებდა. ამ ადამინს რაღაც თავისებური დამოკიდებულება აქვს, საზოგადო მოღვაწეების მიმართ. მე პენსიებზე არ ვსაუბრობ. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხიბულაში ჩასვლა იყო სუფთა მოქალაქეობრივი პოზიცია, ის ჩავიდა როგორც მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი და თქვა ის, რაც უნდა ეთქვა. მან თქვა, რომ მუზეუმი უნდა გაკეთდეს და ამ ნაბიჯით პატივი მიაგო ქვეყნის პრეზიდენტს", - აღნიშნა  ხათუნა ხოფერიამ.