"ერთი თვე გავა თუ არა, მე სახელს დავარქმევ ყველაფერს" - კვირის პალიტრა

"ერთი თვე გავა თუ არა, მე სახელს დავარქმევ ყველაფერს"

ერთი თვე გავა თუ არა, მე სახელს დავარქმევ ყველაფერს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელებას.

ბესელიას თქმით, ეს ფაქტი საზოგადოებას დაუცველობის განცდას უქმნის და გამოძიებას ერთ თვეს აძლევს.

"ერთთვიანი ვადა მაქვს მიცემული საგამოძიებო ორგანოებისთვის. მე ამ განცხადებას ვტოვებ ძალაში. ერთი თვის თავზე თავად გავაკეთებ შეფასებას, რასთან გვაქვს საქმე. ყველაფერი დანარჩენი, რაც ხდება, კიდევ უფრო ამძიმებს იმ პასუხისმგებლობასა და ტვირთს, რაც აქვს ახლა ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოს. ეს არაფერში არ წერია, რაც ხდება და ჩვენ მოქალაქეებს უქმნის საშინელი დაუცველობის განცდას", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"