"სახურავზე თავსაბურავით ჩამოეკიდა" - რა გახდა 11 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი - კვირის პალიტრა

"სახურავზე თავსაბურავით ჩამოეკიდა" - რა გახდა 11 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი

პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბაში უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით,11 წლის გოგონა ძმასთან ერთად თამაშობდა. სახურავზე ნივთის ასაღებად ავიდა და სახურავზე თავსაბურავით ჩამოეკიდა. საშველად მისულ ოჯახის წევრებს გოგონა გარდაიცვლილი დახვდათ. წინუბნის სკოლის ადმინისტრაციაში მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებენ და თვითმკვლელობას გამორიცხავენ.

მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიზეზების დასადგენად ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

"დედა ბაღში უმცროსი შვილის გამოსაყვანად იყო წასული, როცა ტრაგედია მოხდა" - რას ჰყვებიან 11 წლის გოგონას გარდაცვალების ამბავზე ადგილობრივები

"ინტერპრესნიუსი"