"დედა ბაღში უმცროსი შვილის გამოსაყვანად იყო წასული, როცა ტრაგედია მოხდა" - რას ჰყვებიან 11 წლის გოგონას გარდაცვალების ამბავზე ადგილობრივები - კვირის პალიტრა

"დედა ბაღში უმცროსი შვილის გამოსაყვანად იყო წასული, როცა ტრაგედია მოხდა" - რას ჰყვებიან 11 წლის გოგონას გარდაცვალების ამბავზე ადგილობრივები

პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბაში უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონა გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მოზარდი ძმასთან ერთად თამაშობდა. გოგონა სახურავზე ნივთის ასაღებად ავიდა, რა დროსაც თავსაბურავით ჩამოეკიდა. საშველად მისულ ოჯახის წევრებს იგი გარდაცვლილი დახვდათ. როგორც Ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელი უყვება, იმ დროს ბავშვების დედა უმცროსი შვილის გამოსაყვანად ბაღში იყო წასული.

"ოჯახს 5 შვილოს ყავთ, ეს გოგონა ყველაზე უფროსია. დედა ბაღში უმცროსი შვილის გამოსაყვანად იყო წასული, რა დროსაც ეს ტრაგედია მოხდა, მას დასახმარებლად დაუძახეს. ყველა მივედით ადგილზე, თუმცა გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო. დახმარება ვეღარ შევძელით. ერთ სართულიანი სახლი აქვთ, გვერდზე პატარა სათავსოთი და ეს უბედური შემთხვევაც იქ მოხდა. ბავშვები ამბობენ, რომ იქ აძრომას ცდილობდა და სწორედ მაშინ ჩამოეკიდა ჰიჯაბით. საშინელებაა, მთელი სოფელი განვიცდით. უკარგესი ბავშვი იყო. ეს რატომ უნდა მომხდარიყო" - განუცხადა Ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელმა.

"სახურავზე თავსაბურავით ჩამოეკიდა" - რა გახდა 11 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი

გარდაცვლილი გოგონა აიშათ ბაღაკაშვილია. ჩვენთან საუბარში მოზარდს მისი მასწავლებელი დადებითად ახასიათებს. იხილეთ სრულად