"მაშინ, როცა ვანო მერაბიშივლი მოვიდა ჩემთან კაბინეტში, მე მას ვუთხარი..." - საკაშვილთან და მერაბიშვილთან საუბრის რა დეტალებს იხსენებს ნინო ბურჯანაძე - კვირის პალიტრა

"მაშინ, როცა ვანო მერაბიშივლი მოვიდა ჩემთან კაბინეტში, მე მას ვუთხარი..." - საკაშვილთან და მერაბიშვილთან საუბრის რა დეტალებს იხსენებს ნინო ბურჯანაძე

მიხეილ სააკაშვილს კი არ ვურჩევდი, კატეგორიულად მოვითხოვდი, ვანო მერაბიშვილი გადაეყენებინა,-ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მან სააკაშვილს აღნიშნულის თაობაზე მოთხოვნა გირგვლიანის მვკლელობის საქმის შემდეგ წაუყენა და მაშინდელი პრეზიდენტი ამაზე ყოყმანობდა კიდეც.

"შეგიძლიათ სააკაშვილს ჰკითხოთ - რომ ნანობს მერაბიშვილი უნდა გადამეყენებინა გირგვლიანის საქმის შემდეგო - ვინ ურჩევდა ვანო მერაბიშვილის გადაყენებას. კი არ ვურჩევდი, კატეგორიულად მოვითხოვდი მის გადაყენებას და სააკაშვილი მართლა ყოყმანობდა, სხვათა შორის, მართლა ყოყმანობდა",-განაცხადა ბურჯანაძემ

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მან თანამდებობის დატოვება მაშინდელ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილსაც ურჩია, თუმცა მერაბიშვილმა ჯერ აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა, შემდეგ კი გადაიფიქრა.

"მაშინ, როცა ვანო მერაბიშივლი მოვიდა პარლამენტში და ჩემთან მოვიდა კაბინეტში მისი ცნობილი გამოსვლის წინ, მე მას ვუთხარი პოლიტიკურად, კატეგორიულად, ადამიანურადაც- ადამიანურად გირჩევ, შენ აუცილებლად უნდა გადადგე, თუ გინდა ,რომ შენი თავიც გადაირჩინო და გუნდიც გადაარჩინო და მართლა სამართლიანობამ იზეიმოს. ვანო დაფიქრდა და მითხრა, რომ ალბათ თქვენი წინადადება გასათვალისწინებელი და სწორიაო. ოღონდ ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილი გავიდა ჩემი კაბინეტის ცენტრალური კარიდან, საიდანაც უნდა ასულიყო დარბაზში და მე გავედი სამუშაო კარიდან, , საიდანაც ავდიოდი ხოლმე დარბაზში, სადაც მე ვიჯექი და ამ პერიოდის განმავლობაში, სადღაც 10 წუთში, ვანო მერაბიშვილმა გადადგომა გადაიფიქრა",-აცხადებს ნინო ბურჯანაძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, რატომ შეცვალა პოზიცია მერაბიშვილმა, მისთვის გაუგებარია.

"არ ვიცი, რა მოხდა, ვინ ურჩევდა სააკაშვილს რომ არც მერაბიშვილი, არც ახალაიები არ გადაეყენებინა. ჰკითხეთ მის მაშინდელ უახლოეს გარემოცვას, რომლებიც ახლა ქოქოლას აყრიან სააკაშვილს",-აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

"ინტერპრესნიუსი"