"ნაღვლიანი კომედიების" დიდოსტატი გიორგი დანელია გარდაიცვალა
ცნობილი კინორეჟისორი, გიორგი დანელია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის თაობაზე რუსული პრესა ოჯახზე დაყრდნობით წერს.
ის საქვეყნოდ ცნობილი გახდა თავისი „ნაღვლიანი კომედიებით“, სწორედ ასე უწოდებდა ის საკუთარ შემოქმედებას.
სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა. მისი ფილმი „მე დავდივარ მოსკოვში“ ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით ხრუშჩოვის დათბობის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი აღწერაა. დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია „მიმინო“, "არ დაიდარდო" და „შემოდგომის მარათონი“ . 1986 წელს გადაიღო მეცნიერულ ფანტასტიკა „კინ-ძა-ძა“. დანელიას ფილმებში თითქმის მუდმივად ჩნდებოდა მისი იმჟამინდელი მეუღლე ლიუბოვ სოკოლოვა, რომელიც გინესის წიგნშია შეტანილი, ყველაზე მრავალრიცხოვანი გადაღებებით კინოს ისტორიაში, და ასევე მისი მეგობარი ევგენი ლეონოვი. დანელიას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა 1990 წელს.
მოგვიანებით დანელია კინორეჟისორ გალინა იურკოვაზე ქორწინდება; რამდენიმე ანიმაციურ პროექტში იღებს მონაწილეობას და რუსეთის კინოაკადემიის მიერ ცხოვრებისეული მიღწევებისთვის საპატიო ჯილდო მიენიჭა.