"ამ დუნიას არვინ დავრჩებით. იმ დუნიას კი აღარავინ დეგეხმარება, შენი კეთილი საქმის გარდა..." - რას ამბობს 105 წლის ზაქიე ბებო? - კვირის პალიტრა

"ამ დუნიას არვინ დავრჩებით. იმ დუნიას კი აღარავინ დეგეხმარება, შენი კეთილი საქმის გარდა..." - რას ამბობს 105 წლის ზაქიე ბებო?

საქართველოში ყველაზე მეტი ხანდაზმულები აჭარის მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ.

105 წლის ზექიე დავითაძე დღესაც საოცრად მხნედ გამოიყურება.

შუახევში, სოფელ ნაღვარევში მცხოვრები ზექიე დავითაძე 105 წლისაა. ჰყავს ორი შვილი, რვა შვილიშვილი, 16 შვილთაშვილი და ორი შვილთაშვილის შვილი.

უხუცესი ქალბატონი ხულოდან, ღორჯომის ხეობის სოფელ ჭახაურიდანაა. ის დღემდე ინახავს თავისი მზითევიდან შემორჩენილ ფახირის გუგუმს (წყლის სპილენძის ჭურჭელი). ქორწილის ამბებს კი ასე იხსენებს:

"ჭახაურიდან დედა მყავდა და ხშირად ვიარებოდი. დიმინახეს, ამომირჩიეს და გამომათხოვეს. თექვსმეტი წლის ვიყავ. ჩემი ქმარი უფროსი იყო. პატარა ქორწილი გვქონდა. 9-10 კაცი და 5-6 ქალი იყო. მუსიკა და ცეკვა გვქონდა. მაგერ რომ არი ახლა გადაღება-გადმოღება, მაგფერი არ იყო."

ზექიე ახალგაზრდობაში გარშემო სოფლებში ბებიაქალობდა. 100 ბაღანა მყავს აყვანილიო, ამბობს, ბებიაქალობა მაზლის ცოლისგან ვისწავლე, ის კარგი სპეციალისტი იყო და მეც "გამომასპეციალისტაო".

105 წლის ქალბატონი დღესაც საოცრად მხნედ გამოიყურება. "იმ დუნიას მისასლელი ვართ, ამ დუნიას არვინ დავრჩებით. ორასი წელი რომ იცოცხლო, ბოლო-ბოლო მიწა არი. იქ არვინ აღარ დეგეხმარება, შენი კეთილი საქმის გარდა," - გვეუბნება ზექიე ბებია. იხილეთ სრულად