რამ გამოიწვია დიღმის მასივში გაზის აფეთქება - რას ამბობენ ადგილობრივები? - კვირის პალიტრა

რამ გამოიწვია დიღმის მასივში გაზის აფეთქება - რას ამბობენ ადგილობრივები?

ადგილობრივთა ინფორმაციით, დიღმის მასივში, საცხოვრებელ სახლი, სადაც აფეთქება მოხდა, დაკეტილი იყო. მათივე განცხადებით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

მათივე განცხადებით, აფეთქებას ძლიერი აფეთქების ხმა უძღვოდა წინ, რომელსაც ნგრევა მოყვა.

ადგილობრივთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ტერიტორიაზე რაიმე სპეციფიური სუნი არ შეინიშნებოდა, თუმცა ნაწილი საწინაღმდეგოს ამტკიცებს.

ამ დროისთვის ადგილზე 10-მდე სახანძრო სამაშველო მანქანა მუშაობს. ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"