"ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2915 კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს
2019 წლის მარტში, კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2915 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.
ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა, განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.
კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისი“კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე, თქვენი მეზობლებისთვის.
მარტის თვეში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში ( 585); ჩუღურეთში ( 430 ) და სანზონაში ( 332) ჩაიხსნა. რაიონების მიხედვით მარტის თვის სტატისტიკა ასე გაოიყურება:
სამგორში - 585
ჩუღურეთში - 430
სანზონაში - 332
ისანი - 287
ნაძალადევი - 284
გლდანი - 231
მთაწმინდა - 194
კრწანისი - 165
ვაზისუბანი - 145
ვაკე - 96
დიდუბე - 58
ნუცუბიძე - 49
წყნეთი - 34
დიღომი - 25