ვინ არის "ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატი - კვირის პალიტრა

ვინ არის "ქართული ოცნების" ჭიათურის მერობის კანდიდატი

“ქართულმა ოცნებამ“ ჭიათურის მერობის კანდიდატად გივი მოდებაძე წარადგინა. “ქართული ოცნების“ სახელით, გივი მოდებაძის კანდიდატურა ჭიათურელებს უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის წევრმა გივი ჭიჭინაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინეს.

“გთხოვთ მერის მანდატის განახლებას იმისათვის, რომ დავასრულოთ საქმეები, რომელიც თქვენთან ერთად დავიწყეთ. საქმეები, რაც აქ არის დაწყებული - საბაგირო სისტემის მთლიანი მოდერნიზაცია. ეს არის ეკოლოგიური სიტუაცია, რომელიც დღეს ისევ გამოწვევად რჩება. ეს არის მაღაროელების შრომითი პირობები, ეს არის სოციალური პრობლემები, რომელიც ჭიათურას აქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხების გადასაჭრელად, პროექტების ბოლომდე მისაყვანად ყველაზე საუკეთესო კანდიდატურა არის გივი მოდებაზე“, - მიმართა ჭიათურელებს არჩილ თალაკვაძემ.

19 მაისს საქართველოში პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდება.