"მე და პეტრო პოროშენკოს ოდესღაც ერთი საერთო მეგობარი გვყავდა - მიხეილ სააკაშვილი" - კვირის პალიტრა

"მე და პეტრო პოროშენკოს ოდესღაც ერთი საერთო მეგობარი გვყავდა - მიხეილ სააკაშვილი"

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ინტერვიუ მისცა თურქული საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუს", რომელშიც

- კითხვაზე, თუ რომელ კანდიდატს მიანიჭებდა უპირატესობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, ალექსანდრე ლუკაშენკო პასუხობს:

"არ დავიწყებ ანალიტიკოსობას და ორი კანდიდატის ერთმანეთთან შედარებას. ერთს მე ძალიან კარგად ვიცნობ, მეორე კი მხოლოდ კინოში მინახავს - მას როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ. მაგრამ მე ერთ რაღაცას გეტყვით, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან: მე და პეტრო პოროშენკოს ოდესღაც ერთი საერთო მეგობარი გვყავდა - მიხეილ სააკაშვილი. როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო და არჩევნებს ატარებდა, ჯერ კონსტიტუცია შეცვალა, მერე კიდევ რაღაცა და ხალხს ხუმრობა - თამაშები დაუწყო.

ასეთმა ქცევამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მას საქართველს დატოვება და სხვა ქვეყნებში მიმალვა მოუწია. პეტრო პოროშენკოს რომ სახურავზე აძვრომა და იქიდან ყვირილი არ მოუწიოს - "არიქა, მიშველეთ, უკრაინელებოო", იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელებმა მას მხარი დაუჭირონ. პეტრო პოროშენკომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხალხმა ხმა სწორედ მას მისცეს". წყარო

იხილეთ ასევე: "ძვირფასო ბატონო ლუკაშენკო, გეთაყვა, რაღაც არ აგერიოთ... მე სხვა ქვეყნებში არ "ვიმალები" - სააკაშვილის პასუხი ლუკაშენკოს

მოამზადა სიმონ კილაძემ