ძვირფასი საათები, სამკაულები და BMW x6 - რა ქონებას ფლობს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კვირის პალიტრა

ძვირფასი საათები, სამკაულები და BMW x6 - რა ქონებას ფლობს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილი მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე ქვრივიშვილი კომპანია "ვოიაჟერის" დირექტორი იყო, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია. მასვე წინა მთავრობის პერიოდში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა რა ქონებას ფლობს და როგორია მარიამ ქვრივიშვილის ფინანსური მდგომარეობა. 2019 წლის 4 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ქვრივიშვილი ფლობს 147 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში.

მასვე ეკუთვნის ასევე, მსუბუქი ავტომობილი BMW x6, რომელიც 2018 წელს 60 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი. ამასთან. ქვრივიშვილის საკუთრებაშია - Rolex ორი საათი, რომელიც 2016 და 2017 წელს, შესაბამისად, 10 000 და 12 000 დოლარად აქვს შეძენილი, ასევე - Cartier-ის სამაჯურსა და ბეჭედს, რომლებიც 2017 წელს ჯამში, 10 500 დოლარად აქვს ნაყიდი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 60,090.68 ლარი; 1 974.01 დოლარი და 3 914,29 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა. გაგრძელება