ირაკლი კობახიძე კატარის ემირს შეხვდა - კვირის პალიტრა

ირაკლი კობახიძე კატარის ემირს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ვიზიტით დოჰაში იმყოფება, კატარის ემირს, შეიხ თემიმ იბნ ჰამედ ალ თანის შეხვდა. შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებასა და მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ კატარის ემირი საქართველოში მოიწვია.

ირაკლი კობახიძე, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, დავით ბაქრაძე, გიორგი ხატიძე და ივლიანე წულაია, პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.​

"ინტერპრესნიუსი"